Friday, November 25, 2016

დღე V

ინტელის ტრენინგის მეხუთე დღე დავიწყეთ დავალების შემოწმებით,ვიმუშავეთ ბლოგზე.შევცვალეთ ბლოგის დიზაინი,ვისწავლეთ ბლოგზე ფოტოების ატვირთვა.შევინახეთ სასარგებლო ბმულები ლინკების სახით.ვისწავლეთ პრეზენტაციაში word-ის დოკუმენტის შემოტანა ლინკის მეშვეობით.გადმოვიტანეთ და შევინახეთ საავტორო უფლებების ნიმუში ჩვენი სახელობის საქაღალდეში.
ჩემი ძლიერი მხარე: ტექნიკურად ჩემთვის მარტივი დავალებები იყო.
დღევანდელ თემასთან დაკავშირებით შეკითხვები არ მაქვს.

Sunday, November 13, 2016

დღე IV
ინტელის ტრენინგის მეოთხე დღე დავიწყეთ დავალებების პრეზენტაციით.გავეცანით მოსწავლის წინარე ცოდნის დასადგენი ინსტრუმენტის შექმნას და შევქმენით ეს ინსტრუმენტი.მივიღეთ დავალებები.
დღე III
ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ დავალების პრეზენტაციით.გავეცანით თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსებაზე.განვსაზღვრეთ სტანდარტები სასწავლო პროცესისათვის.შევიმუშავეთ მიზნები.

Saturday, November 12, 2016

დღე II

     ინტელის ტრენინგის მეორე დღეს გავეცანით სხვადასხვა მოდულს, ვიმუშავეთ ბროშურების შექმნაზე, ჩამოვაყალიბეთ პროექტის მახასიათებელი ჩეკლისტები, შევქმენით ბლოგები და განვათავსეთ მასზე ინფორმაცია. 
დღე I
     ინტელის ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ამ კურსის ძირითად მიზნებს, შინაარსს, რესურსებს. აგრეთვე პროექტებით სწავლების მნიშვნელობასა და მის დადებით მხარეებს სწავლის პროცესში, Essentials-viewer პროგრამაში მოცემულ ტრენინგის მასალებს, ტექნოლოგიების გამოყენებას ეფექტური სწავლების პროცესის ხელშესაწყობად და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად. პროექტების გამოყენებას სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გასავითარებლად.

      მიღებული ინფორმაცია დამეხმარება პროექტის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაში.